|
2026-01-16 10:38:45, 12186 ნახვა
სპორტი
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - ევროპის ჩემპიონები გახდნენ. „წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულ წყვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლი მათ 2024 წელს მოიპოვეს, 2025 წელს კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)