|
2026-01-05 10:17:15, 751 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს. ტრამპმა ისაუბრა ამერიკული სპეცდანიშნულების სამხედრო ოპერაციის შესახებაც, რომლის შედეგადაც ნიკოლას მადური დააკავეს. „საოცარი იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე დაშავებული გვყავს, მაგრამ ყველა კარგ მდგომარეობაშია ახლა. ვიცოდი, რომ დიდი საშიშროება იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმის შესახებაც, თუ ვინ უნდა მართოს ვენესუელა. „ნუ მკითხავთ, ვინ მართავს, რადგან პასუხს გაგცემთ და ძალიან საკამათო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით მთავარი. ვენესუელა ახლა მკვდარი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, როგორიც, გულწრფელად, ჩვენ ვიქნებოდით, თუ არჩევნებში წავაგებდი, ჩვენ მკვდარი ქვეყანა ვიქნებოდით“, – განაცხადა ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ ვენესუელაში და აღადგენენ ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურას. მისი თქმით, კომპანიები მზად არიან დიდი ინვესტიციების განსახორციელებლად, ხოლო თავად აშშ-ის მთავრობა ფინანსურად არ ჩაერევა ამ პროცესში. „ჩვენ უბრალოდ ვიზრუნებთ ქვეყანაზე. ვიზრუნებთ ხალხზე, მათ შორის ვენესუელელებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და იძულებული იყვნენ,დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა. დიახ, მათზე ძალიან კარგად იზრუნებენ“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ მეორე სამხედრო ოპერაციისთვისაც მზად იყო, თუმცა დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამის საჭიროება აღარ იქნება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)