|
2026-01-02 21:11:15, 1128 ნახვა
პოლიტიკა
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეების გაფიცვის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა. მაღაზიის მეპატრონეები აპროტესტებდნენ ირანული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაცემას. ირანულმა მედიამ, Fars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლორდეგანში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ლორესტანის პროვინციაში კი სამი ადამიანი მოკვდა. ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა, Hengaw-მა განაცხადა, რომ ისპაჰანის პროვინციაში ერთი მომიტინგე დაიღუპა. დემონსტრანტები ითხოვდნენ ქვეყნის უზენაესი ლიდერის მმართველობის დასრულებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები. ირანში საპროტესტო აქცია, უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება. როგორც „ბიბისი“ წერს, 2022 წლის შემდეგ ეს ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)