|
2026-01-02 13:02:47, 1394 ნახვა
სამართალი
შსს თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” შემცველი 25 აბი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)