|
2016-03-28 13:18:09, 733 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური სამხრეთ კორეის დროებით რწმუნებულს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰანს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ფინანსთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომლის დროსაც, მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართება. მათ შორის, შეხვედრა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას მოეწერება. როგორც სტუმარმა აღნიშნა, საქართველო კორეული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და უახლოეს პერიოდში კორეული კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით იგეგმება. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოსთან სამხერთ კორეული საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად თანამშრომლობენ: "ექსიმბანკი" და კორეის განვითარების სააგენტო. უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ გაფორმებული შეთანხმება შეუწყობს.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)