|
2025-12-25 17:36:17, 10756 ნახვა
სამართალი
ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომები 2026 წლამდე გადაიდო
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული 5 მოქალაქის პროცესი გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟიმი ედავება 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას, რაც გულისხმობს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობას, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია. განაჩენი არცერთ საქმეზე არ გამოცხადებულა, მათი განხილვა 2026 წლის იანვარში გაგრძელდება.
ამავე საქმეზე აქციის სხვა მონაწილეებს სასამართლო სხდომები ჩანიშნული აქვთ ხვალ, 26 დეკემბერს. ქართული ოცნების მიერ 10 დეკემბერს მიღებული კანონის მიხედვით, რეჟიმს შეეძლება, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)