01:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-21 18:43:14, 15200 ნახვა

საზოგადოება
ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი

"ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი" - წერია რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

"როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები.

ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.

არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა - რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი. 

ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.

ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პოზიცია." -  წერია, ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics