|
2025-12-19 13:59:32, 11681 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციური: სიცრუეა, თითქოს ზურა ჯაფარიძეს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების დროის შესახებ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას. ჯაფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება დღეს, დაახლოებით, 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა დაწესებულებიდან 08:00 საათზე მაისურით გამოუშვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინასწარ ინფორმირებას ან/და მსჯავრდადებულთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ და „განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)