|
2025-12-17 13:25:28, 14254 ნახვა
საზოგადოება
მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი გაახანგრძლივა
თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების თარიღი გაახანგრძლივა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტენდერში წინადადებების წარდგენის თარიღმა 2 თვით, 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. ელექტრონული შესყიდვა ოქტომბერში გამოცხადდა და პირველადი ვერსიით, წინადადებების მიღება 17 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და 22 დეკემბერს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 416 592 000 ლარს შეადგენს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. სატენდერო პირობების მიხედვით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე - 7,5 კმ.; საორიენტაციო გაჩერების რაოდენობა - 11, ტრამვაის შემადგენლობა - 10; ხოლო ტრამვაის ერთი ვაგონის ტევადობა არანაკლებ 300 მგზავრი იქნება. ამასთან, შესყიდვის თანახმად, ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)