|
2025-12-10 11:39:28, 7457 ნახვა
საზოგადოება
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ - პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკის მხარდაჭერით და ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით ახალი პროექტი, პირველი საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი „წინ და წინ - ფინანსობანა” განხორციელდა, რომელიც ორიგინალური გზით ფინანსური განათლების მიღებაში ეხმარება ახალ თაობას. ფინანსური განათლების თემაზე შექმნილი პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი კომპანია „თამაშობასთან“ ერთად შეიქმნა და ბორჯომში გასტროლი ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. „წინ და წინ - ფინანსობანას” თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით, მოსწავლეებმა ცოდნა აიმაღლეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება. ფინანსური განათლების შესახებ პირველი ქართული საბავშვო სპექტაკლი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა და გასტროლები ჯამში 7 ქალაქში გაიმართა. „მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, ფინანსური განათლების შესახებ პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი შეიქმნა და წარმატებით განხორციელდა. ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება თეატრალური წარმოდგენის ფორმით ნამდვილად არის ახალი, კრეატიული და განსხვავებული პროექტი, რომელმაც გაამართლა. მადლობა „ფინედუს” და “თამაშობანას” შემოქმედებით გუნდს, ჩვენ კი მზად ვართ სამომავლოდ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მხარდასაჭერად.’’- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)