17:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 09:24:03, 615 ნახვა

საზოგადოება
დმანისის საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მოხალისე ტრენერები დაბა დმანისის #1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ბულინგის შესახებ სამი ტრენინგი ჩაატარეს.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგები ცალ-ცალკე ჩაუტარდათ   მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. შეხვედრები უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.

სამიზნე ჯგუფის განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრენინგების შინაარსი და ფორმულირება შესაბამისად ინდივიდუალურად განისაზღვრა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი განხილვის პროცესში; ერთობლივად მუშაობდნენ პრობლემის გაანალიზებისა და გადაჭრის გზების ძიების საკითხზეც. პრობლემის აქტუალურობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების გააზრება განსაკუთრებულად მნიშნველოვანი აღმოჩნდა პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ტრენინგების დასასრულს დისკუსია გაიმართა ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და ამ პროცესის შეჩერების შესახებ. ტრენინგებს უძღვებოდნენ მოხალისეები - თეონა გედენიძე, ხატია ნადარეიშვილი და თამარ ჟვანია.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ დმანისის #1 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობას კვლავ ჩაატარებს. ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის სამიზნე ჯგუფი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მშობლები და პედაგოგებიც იქნებიან, კვლავ აქტიურად გაიმართება მომდევნო თვეების განმავლობაში თბილისის სკოლებშიც.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics