|
2025-11-28 20:59:44, 3117 ნახვა
პოლიტიკა
ავიაციის სააგენტო: ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ შეცდომაა www.flightradar24.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რეისი შეასრულა სოხუმიდან თბილისის მიმართულებით. „ეს არის www.flightradar24.com-ზე შეცდომით დაფიქსირებული მონაცემები და გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ფრენა შესრულდა მინვოდიდან თბილისის მიმართულებით (AZO6153) ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ. აღნიშნული რეისი წარმოადგენს მრავალჯერად, არარეგულარულ რეისს, რომელიც მინვოდი – თბილისი – მინვოდის საჰაერო ხაზზე სრულდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებული დეტალები, რეისის ნომერი, საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები ასახულია ფრენის გეგმაში“,- ნათქვამია განცხადებაში. სააგენტოში აცხადებენ, რომ „ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა.“ „სოხუმის აეროპორტიდან, რომელიც ქართული მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან, ფრენების განხორციელება წარმოადგენს როგორც საერთაშორისო საავიაციო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) უხეშ დარღვევას. სოხუმის აეროპორტი არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას. შესაბამისად, ასეთი უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან ფრენაზე ნებართვა არ და ვერ იქნება გაცემული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ“,- ნათქვამია განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)