|
2025-11-27 18:35:46, 1400 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პატიმრების ოჯახები: 28 ნოემბერს დაგვიდექით გვერდში, რომ შევძლოთ მათი გათავისუფლება
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ უწყვეტი პროტესტის 1 წლისთავთან დაკავშირებულ აქციას. 28 ნოემბერს მოქალაქეები 19 საათზე იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და მარშით გაემართებიან პარლამენტისკენ. "28 ნოემბერი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ბნელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში იმდენად, რამდენადაც ამ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების თვითმარქვია პრემიერმინისტრმა გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან 2028 წლამდე. ამას მოჰყვა საერთო სახალხო მღელვარება, გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, სახალხო აჯანყება ფაქტობრივად შედგა, მაგრამ ამ სიტუაციას დაუპირისპირდა ხელისუფლება თავისი დარბევებით, დაპატიმრებებით, რეპრესიებით, ადამიანების სისტემური წამებით. მთელი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ჩვენი შვილების, სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის. მოგიწოდებთ ყველას, 2025 წლის 28 ნოემბერს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. მასობრივი ხასიათი რომ ჰქონდეს ამ შეკრებას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, რომ შემდგომ პროტესტით და მარშით გავემართოთ რუსთაველის გამზირისაკენ. ძალიან გთხოვთ, მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, ჩვენ ვართ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და გვინდა დაგვიდგეთ გვერდში იმისათვის, რომ შევძლოთ საქართველოში არსებული უამრავი პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ტყვის გათავისუფლება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას, ვიდრე არ იქნება შეუქცევადი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვიდრე არ იქნება გარანტირებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა." - თქვა რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურა ცეცხლაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)