|
2025-11-24 11:24:29, 1814 ნახვა
ეკონომიკა
Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა - პორშემ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი წარადგინა
Porsche-ს SUV სეგმენტში, სადაც Cayenne უკვე ისტორიული წარმატების სიმბოლოა, სრულიად ახალი, ელექტრული ერა იწყება. ბრენდი ელექტრომობილების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მეორე სრულად ელექტრო SUV Cayenne Electric წარადგინა, რომელიც Porsche-ს პერფორმანსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. საწყის ეტაპზე ორი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric, რომლებიც CO₂-ემისიას ნულოვან დონეზე ინარჩუნებს და WLTP-ის მიხედვით, ერთი დამუხტვით 623-642 კმ-მდე დაფარვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, Turbo ვერსია Porsche-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია: Launch Control-ის გამოყენებით ის 1 156 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში აჩქარდება, რაც SUV კლასში ახალი სტანდარტია, ხოლო „კაიენის“ საწყისი მოდელი Launch Control-ით 442 ცხენის ძალამდე ავითარებს და ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ. ელექტროკაიენი ენერგიის უკუგებაში, ანუ რეკუპერაციის თვალსაზრისითაც ტოპ-მონაცემებს გთავაზობთ: 600-კილოვატიანი რეკუპერაცია Formula E-ს ავტომობილების შესაძლებლობებს უტოლდება. ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: „Cayenne Electric პერფორმანსის ახალ განზომილებას ქმნის და SUV-სეგმენტში ისეთ სტანდარტს აწესებს, რომელიც მომავლის ტექნოლოგიების საზღვრებს მნიშვნელოვნად განავრცობს. სპორტული მემკვიდრეობა და ელექტრული დინამიკა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ავტომობილს, რომელიც ერთდროულად სპორტულიცაა და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც სრულყოფილი“. მაღალ პერფორმანსს ელექტროძრავის სრულიად ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამუხტვის სისტემასაც: 113-კილოვატსაათიანი ბატარეა და 800-ვოლტიანი არქიტექტურა საშუალებას აძლევს ავტომობილს, 390-400 კვ სიმძლავრით დაიტენოს. ამ ტექნოლოგიით ბატარეა 10%-დან 80%-მდე 16 წუთზე ნაკლებში იმუხტება, ხოლო 300 კმ-ის გასავლელად საკმარისი ენერგია მძღოლს დაახლოებით 10 წუთში შეუძლია მიიღოს. დიზაინის მიმართულებით Cayenne Electric ინარჩუნებს Porsche-სთვის დამახასიათებელ პროპორციებს და არა მხოლოდ ვიზუალურ დინამიკას უზრუნველყოფს, არამედ ენერგოეფექტურობასაც ზრდის. ინტერიერი ახალი თაობის ციფრული გამოცდილებით გამოირჩევა. Porsche Driver Experience-ის განახლებული კონცეფცია Flow Display-ის დიდ OLED-პანელს აერთიანებს, რომელსაც სრულად ციფრული ხელსაწყოთა პანელი და მგზავრისთვის განკუთვნილი 14,9-დუიმიანი მონიტორი ახლავს. პირველად Cayenne-ში ინტეგრირებულია AR-Head-Up Display-იც - სისტემა, რომელიც რეალურ და ციფრულ შრეებს ერთმანეთს აკავშირებს. ქართველ მომხმარებელს Cayenne Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)