|
2025-11-20 15:27:02, 36962 ნახვა
High - Tech
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება
თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას. თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ახალ პროექტს „AI და …“ იწყებენ. „AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა სფეროებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, რომლებიც „სამ წერტილს“ იმ მიმართულებებზე საუბრით შეავსებენ, სადაც გამორჩეულად ძლიერი ფაკულტეტები და აკადემიური პერსონალი ჰყავთ. პირველი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე „AI და მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში“ გაიმართება. შეხვედრის სპიკერი ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი მიხეილ ოკუჯავა და AI სტარტაპის „ბიტერიუმის“ თანადამფუძნებელი ქეთევან ბოსიკაშვილი იქნებიან. შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ ცვლის და აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, რა გამოწვევებია და სირთულეებია ტექნოლოგიის განვითარებაში და რამდენად მზად არიან ექიმები და პაციენტები სიახლეების მისაღებად. ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის და ამ თემით დაინტერესებული სხვა ენთუზიასტებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://www.aiassociation.ge/event-details/ai-da-meditsina-ai-diagnostikashi პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. თიბისის და GAIA-ს მიზანია ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ. მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)