|
2025-11-20 15:13:46, 744 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე არაბული ქალაქების Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობს უარყოფს
„როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ, მათ აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მათ შესაბამისი ადგილი მიუჩინა“, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. „თქვენ ხედავთ, თუ როგორი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს აღნიშნულ ინვესტიციაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს და ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მათ მიერ გაჟღერებული ყველა წინადადება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შეიცავს ტყუილს და დაფუძნებულია სიცრუეზე. როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე, თუმცა მე არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ. აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მიუჩინა მათ შესაბამისი ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)