|
2025-11-20 11:57:21, 1105 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით მშენებარე ბიზნესცენტრში - „ახალი ატრიუმი“ - გაყიდვები განახლდა
პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“, თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შენდება. სივრცე შვიდ სართულზე განთავსებულ 12,400 კვ.მ. ფართს აერთიანებს. ბიზნესცენტრმა გაყიდვები უკვე განაახლა, დაინტერესებული პირები საოფისე და კომერციული ფართების შეძენას 36 კვადრატული მეტრიდან შეძლებენ. „ახალი ატრიუმი“ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს და მოიცავს: საკონფერენციო დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა კვების ობიექტსა და დასასვენებელ ზონას. ორდონიანი პარკინგი გათვლილია 130-მდე ავტომობილზე. ბიზნესცენტრი აგრეთვე უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, ვიდეოკონტროლს, სახანძრო უსაფრთხოებას, ლიფტების მომსახურებასა და დასუფთავებას. ბიზნესცენტრის მშენებლობა 2026 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 15,3 მილიონი დოლარია, საიდანაც თიბისის დაფინანსება 11 მილიონამდე დოლარს შეადგენს. პროექტი „ახალი ატრიუმი“ ბიზნესცენტრ „ატრიუმის“ განვითარების ახალი ეტაპია. სივრცე უკვე მრავალი წელია თბილისში ფუნქციონირებს და ათობით კომპანიას აერთიანებს. გაფართოებისა და ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის საჭიროება კი გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. „ახალი ატრიუმი“ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, გიორგი სააკაძის მოედანზე, მე-2 გასასვლელის #19-ში მდებარეობს. პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 511 550 555
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)