|
2025-11-18 15:28:59, 1131 ნახვა
საზოგადოება
ახალი გვერდი მობაილბანკში - უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
თიბისის მობაილბანკი აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალ ფურცელს შლის. ახალი ფონტი, გამარტივებული ფორმები და დახვეწილი ფერები, უფრო მსუბუქი და ნათელი აპლიკაცია - გრძელვადიანი მუშაობის შემდეგ, თიბისის მობაილბანკის ახალი გვერდი მზადაა - მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით შექმნილი ფუნქციონალები. მობაილბანკის განახლების მთავარი მიზანი, მომხმარებლისთვის ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებაა; რის შედეგადაც, ფიზიკურ ფილიალებში ვიზიტის საჭიროება, ფაქტობრივად, ქრება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. მომხმარებლის თითოეულ საჭიროებამდე მისასვლელი გზა მობაილბანკში ისეა მოწყობილი, რომ მიზნამდე მისასვლელად მას რაც შეიძლება ნაკლები ნაბიჯი დასჭირდეს. ეს განახლება, სწორედ, ამ იდეაზეა აგებული, რომ მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილებაზე წვდომა ნებისმიერ დროსა თუ ლოკაციაზე პირდაპირ მობილურში ჰქონდეს. თიბისის ტექნოლოგიებისა და მობაილბანკის განვითარების გუნდმა ამ პროექტზე ერთობლივად იმუშავა და მომხმარებლისთვის თანამედროვე, ინოვაციური განახლება შექმნა. თიბისის მობაილბანკის ეს განახლება აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. გადმოწერე ან განაახლე თიბისის მობაილბანკი და მიიღე მობაილბანკინგის ახალი გამოცდილება.
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)