14:44 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:43:08, 1352 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი 2010 წლამდე სახელმწიფოსგან შეძენილი მიწისა და ქონების დაკანონებაზე განმარტებას აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2010 წლის 21 ივნისამდე სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონებასთან  დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თანხები დაგვიანებით,  ან სრულად არ იყო გადახდილი:

„ორი პრინციპით ავირჩიეთ, ერთია სასოფლო სამეუნეო დანიშნულების მიწებზე, თუ იყო 50% ან მეტი გადახდილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, დაასრულონ პრივატიზების პროცესი და შესაბამისად, მიიღონ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და არის მეორე პრინციპი, თუ ეს არის არასასოფლო სამეორნეო დანიშნულების მიმართულება, ამ შემთვევაში უნდა ქონდეთ გადახდილი 80% ან მეტი, და ჩვენ მათ მივცემთ ასევე პრივატიზების დასრულების უფლებას. ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სრულად არის თანხა გადახდილი, თუმცა, ვადის დაგვიანებით. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა დღეს ჩვენ რაც გვაქვს აღწერილი, აღემატება 150-ს, თუმცა, ანალიზის მიხედვით, სადღაც 350 შემთხვევაზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ მათი საკუთრების უფლებას და შესაძლებლობას მივცემთ, რომ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისათვის მათ განაცხადით უნდა მოგვმართონ ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაუდასტურებს მათ საკტრების მოწმობას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics