03:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 12:24:08, 727 ნახვა

საზოგადოება
საია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას მიესალმება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას მიესალმება.

როგორც საია-ში აცხადებენ, მათთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ).

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ გამოწვევებთან გასამკლავებლად და დაწყებული რეფორმების წარმატების განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნას პრინციპული, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, ვინც შეძლებს სასამართლო სისტემის დაცვას პოლიტიკური თუ სხვა სახის არასათანადო გავლენებისაგან და იბრძოლებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატია და სათანადო რეპუტაციით სარგებლობს როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე სამოქალაქო სექტორში.

საია ასევე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანდიდატის შერჩევა პრეზიდენტის მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით განხორციელდა. ამ პროცესში ყველა მსურველს ჰქონდა კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა, ასევე წინასწარ იყო ცნობილი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტი შეარჩევდა პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში კანდიდატურის განხილვის პროცესი ასევე წარიმართება გამჭვირვალედ, აქტიურ ფორმატში და პროცესის გაჭიანურების გარეშე, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ძალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული და დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე, რათა თავმჯდომარის არჩევის პროცესმა საზოგადოებას განუმტკიცოს ნდობა და პატივისცემა როგორც სასამართლო სისტემის, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics