|
2025-11-05 21:45:53, 1136 ნახვა
ეკონომიკა
ჯაკო ჩარკვიანი, რომელიც მარკეტის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდა
სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. ჩარკვიანის განცხადებით, მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას. ასევე, ჩარკვიანმა ისაუბრა მომხდარზეც და განაცხადა, რომ, მაშინ, როდესაც მის ძმისშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა, ჯაკო ჩარკვიანი და მისი რამდენიმე მეგობარი სუფრასთან ისხდნენ. როგორც ჩარკვიანი ამბობს, ჯაკო და მისი მეგობრები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათ გარდაცვლილი მეგობრის დედას დახმარების თხოვნაზე უარო ვერ უთხრეს. ამასთან, ჩარკვიანი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს, რადგან როგორც ჩარკვიანი აცხადებს არ იყო „სწორი ახალგაზრდა ბიჭებისთვის დარეკვა“, როდესაც გიორგობიანს შეეძლო თავისი ნათესავებისთვის დაერეკა. გარდა ამისა, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მანანა გიორგობიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)