|
2025-11-03 21:50:34, 1011 ნახვა
საზოგადოება
პირადობის მოწმობების განახლება, რომელიც ძალაში დღეს უნდა შესულიყო, მეოთხედაც გადავადდა
პირადობის მოწმობების განახლება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 22 დეკემბრამდე გადავადდა. განახლებული ID ბარათების გაცემა 3 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31 ოქტომბრის დადგენილებიდან ხდება ცნობილი. მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით პირვანდელი რედაქციით 1-ელ ივნისს უნდა აეღოთ. შემდეგ ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია, შემდეგ 2 თვით 2 ოქტომბრამდე. საბოლოო რედაქციით გარდა პირადობისა, სხვა დოკუმენტების გაცემა ნამდვილად ოქტომბერში დაიწყო, თუმცა პირადობის მოწმობების განახლების ვადად ნოემბრის დასაწყისი განისაზღვრა. "ოცნების" მინისტრის ბრძანების თანახმად, მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს მათი დაშლა ან გაყალბება. მაგალითად, ობიექტის დანაწევრება მცირე კომპონენტებად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მანიპულაცია უნდა იყოს ადვილად აღმოსაჩენი. ახალი დიზაინის ID ბარათზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით (ერთ ფერში) და საქართველოს სახელმწიფო დროშა. განახლებული პირადობის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, სქესს, მოქალაქეობას, დაბადების თარიღსა და ადგილს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირადი ხელმოწერის ნიმუშს, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას, გაცემისა და მოქმედების ვადებს, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატსა და დახურულ გასაღებს, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას შესაბამისი სერტიფიკატით, მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number) და QR კოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დოკუმენტის ან პირის სტატუსის (მაგალითად, დევნილი, სტუდენტი და სხვ.) გადამოწმება. მიუხედავად გადავადებისა, ახალი პირადობის მოწმობის საფასური უცვლელი რჩება. 66 ლარი, რაც მოიცავს ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ღირებულებასაც. რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, ისინი ბარათზე მითითებული ვადის ამოწურვამდე ძალაში დარჩება.
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)