|
2025-11-03 16:14:00, 919 ნახვა
პოლიტიკა
ანიტა ჰიპერი: საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას
ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, თვალი გაუსწორონ რეალობას, რომ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით რეპრესიულ რეჟიმს აყალიბებენ. ასე უპასუხა მან ევროსკოპის კითხვას საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებების შესახებ. ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ EU ეწინააღმდეგება ძალადობის ყველა ფორმას და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ძალადობის ესკალაცია. "საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას. ფაქტია, რომ აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ხალხის, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიულობაში და შენს ქმედებებში, აღარ მიგაჩნია საჭიროდ შენი ოპონენტების და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ამასთან, ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ამ ძალადობის ესკალაცია", - ამბობს ის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)