21:05 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-02 20:03:03, 1130 ნახვა

მსოფლიო
ახალი სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთმა არარუსული ნედლი ნავთობის მეტი რაოდენობის შესყიდვა დაიწყო

„როიტერის“ ცნობით, ახალი სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთმა არარუსული ნედლი ნავთობის მეტი რაოდენობის შესყიდვა დაიწყო.

ამის შესახებ „როიტერსს“ საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ, ასევე რამდენიმე ინდუსტრიულმა წყარომ განუცხადა.

მათი თქმით, თურქეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, „სოკარ თურქეთის ეგეოსის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ“ (STAR), რომელიც აზერბაიჯანის „სოკარის“ საკუთრებაშია, ცოტა ხნის წინ ნედლი ნავთობის ოთხი ტვირთი შეიძინა ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებისგან.

ორი წყაროს ცნობით, ოთხი ტვირთიდან ერთ-ერთი ყაზახური „კებკო“-ს ნედლი ნავთობი იყო, რუსული „ურალის“ ნედლი ნავთობის მსგავსი. „სოკარის“ STAR ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელს ამ კლასის მხოლოდ ერთი ტვირთი იმპორტირება, ხოლო 2024 წელს - არც ერთი.

ორივე წყაროს ცნობით, „ტუპრასი“, რომელიც თურქეთში ორ დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, სავარაუდოდ, მალე მთლიანად შეწყვეტს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ერთ-ერთში, რათა გააგრძელოს საწვავის ექსპორტი ევროპაში. მათივე ცნობით, კომპანია რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებას მეორე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გააგრძელებს.

აშშ-მ სანქციები „ლუკოილის“, „როსნეფტის“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 22 ოქტომბერს დააწესა. „დოჟდის“ ექსპერტმა სანქციები ომის დაწყებიდან ყველაზე ეფექტურს უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics