|
2025-10-28 10:36:35, 791 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე
"ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებს. - ამის შესახებ ხაზარაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. "საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. უკვე დაანონსებულ ფასს მხოლოდ არაბები თუ შეწვდებიან, რადგან ქართველისთვის დღეს ეს შეუძლებელია. ამ გარიგებით მივიღებთ ორ დასახლებულ არაბულ სატელიტ ქალაქს ბათუმსა და თბილისში. სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ - ივანიშვილის არაბულ აფიორასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება! პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს! ეს დანაშაულია!" -აცხადებს ხაზარაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)