|
2025-10-26 09:41:50, 1350 ნახვა
სამართალი
ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა, დედა რამდენიმე მონაწილის დაკავებას ითხოვს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა. საუბარია ახალგაზრდა მასწავლებელზე გიგა ავალიანზე რომელსაც არასრულწლოვნების ჯგუფი 3 ოქტომბერს თავს დაესხა და სცემა. შედეგად იგი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.- წერია განცხადებაში. გარდაცვლილის დედა მომხდარში ადანაშაულებს არასრულწლოვან გოგონას და მის შეყვარებულს, ასევე კიდევ ერთ პირს, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. როგორც დედა ამბობს, გოგონამ მისი შეყვარებული აეჭვიანა მიმოწერით, რომელიც მის აწგარდაცვლილ შვილთან ჰქონდა. მიმოწერა კი ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილების ცხრილს და ამ თემაზე საუბარს, რომელიც მეგობრული მოკითხვით იწყებოდა დედის თქმითვე, სწორედ ეს მიმოწერა გახდა მისი შვილის მკვლელობის მიზეზი. არასრულწლოვნები გიგა ავალიანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, როგორც კი მარტო მიმავალი დაინახეს, მაშინვე დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)