|
2025-10-18 18:25:56, 1092 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ შეფერხება, რომელსაც MEGOBARI აქტი სენატის ზედა პალატაში წააწყდა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესია და ამას აუცილებლად გადალახავენ. ჯო უილსონმა „ფორმულას“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“ ისაუბრა. „მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ქართველმა ხალხი გახდა შთაგონება ამერიკელებისათვის, მეგობარმა აქტმა 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 95%-იანი მხარდაჭერა სენატში, მაგრამ ზედა პალატაში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია და ჩვენ ამას გადავლახავთ. დღეს აშშ-ში გვაქვს მთავრობის საქმიანობის დროებითი შეჩერება – იგივე shutdown. ეს ერთგვარი ჩიხია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს აფერხებს კონგრესის ფუნქციონირებას, უკვე 3 კვირაა ვერ შევიკრიბეთ. სენატში ბიუჯეტის დამტკიცებას 60 ხმა სჭირდება, რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 55 ხმა, მაგრამ ვიდრე 60 ხმა არ გვექნება, აშშ-ის მთავრობის მუშაობა და სხვა კანონპროექტები შეჩერდება. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მეგობარ აქტთან, ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება, რაც დემოკრატიის პრინციპებითაა გამოწვეული. ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული, ამ გადაწვყვეტილებას კი 60 ხმა სჭირდება. ასე რომ, „მეგობარი აქტი“, საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია საქართველოს ხალხის მიერ“ — თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ფორმულას“ გადაცემა „გეოპოლიტიკაში“
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)