03:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-06 10:47:54, 972 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთიდან რუსეთში ექსტრადაციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ვანო საბაშვილს ემუქრება.

  სომხეთიდან რუსეთში ექსტრადაციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ვანო საბაშვილს ემუქრება. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, საბაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი მან უპრობლემოდ გადაკვეთა, თუმცა სომხეთის მხარეს დააკავეს. ქართველი მებრძოლი 9 სექტემბერს დააკავეს — იგი სომხეთში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა.

 ვანო საბაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რვა წლის განმავლობაში მსახურობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე ის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ საბაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. მოგვიანებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ იგი უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics