08:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 16:57:09, 850 ნახვა

სამხედრო
ფილიპ ბრიდლავი: ჩავატაროთ მეტი წვრთნა, რათა მკაფიოდ დაინახონ, რომ საქართველო და მისი სამხედროები ნატოსთან თავსებადები არიან

აშშ-ის  ევროპული  სარდლობის მეთაურის  გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, აშშ-თან და ნატო-სთან საქართველოს  კავშირი უფრო მჭიდრო უნდა გახდეს და ჩატარდეს წვრთნები იმისათვის, რომ  მსოფლიომ საქართველოსა და მისი სამეხდროების    ნატოსთან თავსებადობა   მკაფიოდ დაინახოს.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აკავშირებთ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხოლოდ სამხედროთა გაერთიანება არ არის.

"მოვერიდებოდი პოლიტიკური პასუხის გაცემას, ვინაიდან  მე გახლავართ სამხედრო და პოლიტიკა არ არის ჩემი სიძლიერე. მნიშვნელოვანია, გავაგრძლოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღემდე. ეს გახლავთ დემონსტრაცია მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველოს  სამხედროები და საქართველო მჭიდრო კავშირს ესწრაფვის  არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ  ნატო-სთან, ნატო-ს  ალიანსთან მთლიანობაში. გავხადოთ უფრო მჭიდრო ეს კავშირები და ჩავატაროთ მეტი წვრთნა იმისთვის, რომ სამყარომ დაინახოს თვალნათლივ, რომ საქართველო და მისი სამხედროები არიან თავსებადები  ნატოსთან და ეს მათი მისწრაფებაა.

ხშირად წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ნატო-ს ალიანსი გახლავთ მხოლოდ სამხედროთა  ერთობა. რასაკვირველია, სამხედროები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ნატო-ს ალიანსის, მაგრამ  სინამდვილეში, ნატოს წევრი სახელწმიფოები ეს გახლავთ  ის ჯგუფი, რომელსაც აკავშირებს საერთო ღირებულებები  და პრინციპები. ეს ის პრინციპები და ღირებულებებია, რომელსაც  საქართველო იზიარებს და ზუსტად ამიტომ გამოთქვამს სურვილს, გახდეს  ნატოს წევრი სახელმწიფო. ღირებულებებისა და პრინციპების გამზიარებელი  სახლმწიფოები  ერთნაირად მოაზროვნე სახელწმიფოები  არის ზუსტად  ის ბირთვი, რომელიც ქმნის  სოლიდარობას", - განაცხადა   ფილიპ ბრიდლავმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე  და  ბოლო პერიოდში  მუქარის შემცველი განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics