11:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 16:32:05, 7242 ნახვა

სამხედრო
უკრაინაში მებრძოლი შეიხ მანსურის ბატალიონი - საქართველოს პრორუსული ხელისუფლება, ჩეჩენ და სხვა ბოევიკებს პროტესტანტების წინააღმდეგ ამზადებს

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელთა მხარეს იბრძვის, განცხადებას ავრცელებს, სადაც მიანიშნებს საფრთხეზე, რომ შესაძლოა საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ კადიროველი ჩეჩნები, ასევე დაღესტნელი და სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები გამოიყენოს.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან გამოიწვევს მყისიერ ომსა და დაპირისპრებას სამხრეთ კავკასიაში, რადგან ქართველი პატრიოტები არ აპირებენ ოკუპაციასთან შეგუებას.
"ანტირუსულად განწყობილო კავკასიელებო! ყოველი შემთხვევისთვის, მზად იყავით მასობრივი მობილიზაციისთვის, რათა დაიბრუნოთ თქვენი სამშობლო: ჩეჩნებმა ჩეჩნეთი, ინგუშებმა ინგუშეთი, ჩერქეზებმა ჩერქეზეთი და დაღესტნელებმა - დაღესტანი!

თქვენ კი, ვინც რუსეთის მხარეს ხართ, დაფიქრდით, გიღირთ თუ არა იმ ქვეყნისთვის სიკვდილი, რომელიც თქვენს ხარჯზე ომობს და თქვენ გკლავთ დაუნდობლად, თავის ომებში, არაფრის გულისთვის!

და დაიხსომეთ: თუ ქართველებს შეეხებით, ცემთ ან მოკლავთ, ყველას უპილოტოები დაგწვავენ!... - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics