|
2025-09-29 15:23:06, 2212 ნახვა
კომენტარი
მახაშვილი - ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკმარისი საფუძველი არსებობს
„ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით უნდა განხორციელდეს. როგორც საზოგადოებას დავპირდით, ეს პროცესი გაგრძელდება და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, დასაბუთებულია თუ არა ჩვენი მტკიცებულებები“, - განაცხადა იოვანიშვილის დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, გამოხატოს ეს არა ხმამაღალი განცხადებებით, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოში. რატომ უნდა აიკრძალოს ეს პარტია?“ - პასუხი დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალებშია მოცემული. იმიტომ, რომ ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც ახშობდა და აფერხებდა საზოგადოების განვითარებას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მათ ხელთ არსებული რესურსებით. საბედნიეროდ, მათ არ აქვთ ადმინისტრაციული რესურსები, მაგრამ ცდილობენ ჩაახშონ და შეაფერხონ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება. „ამ პარტიის აკრძალვის საკმარისი საფუძველი არსებობს“, - განაცხადა მახაშვილმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)