|
2025-09-26 18:02:14, 1742 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა – ადვოკატი
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელი, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პასპორტი ჩამოართვა. "საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა. მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულია" - განაცხადა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესზე. პროკურორის, ბექა ხუნაშვილის განცხადდებით, პაიკიძე მიმალვის მიზნით, სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში აპირებდა გადასვლას. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, ბიჭოკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შპს BP TRANS-ის დამფუძნებელი ქვეყანაში არ იმყოფება, სუს-ის ცნობით, ის მიმალვაშია და მასზე ძებნა გამოცხადდება. 25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავი არიდების ფაქტზე ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელიბიჭიკო პაიკიძეზე, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს. რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)