|
2025-09-23 21:31:28, 849 ნახვა
პოლიტიკა
ჩირაგოვი - ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი
ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების დასახელებული ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. პარტიაში ეს ქმედება დაშინებისა და ზეწოლის შედეგად შეაფასეს, ხოლო თვითონ ასაფ ჩირაგოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. "ზეწოლა არ იყო საერთოდ არაფერში. არავინ ამაში არ ჩარეულა, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. საერთოდ არ მისაუბრია მაგაზე, არც პოლიციელი, არც სხვა ვიღაცები არ იყვნენ. ირაკლი კუპრაძესთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ მაქვს, არასდროს არ გვქონია სატელეფონო კომუნიკაცია. ბოლნისში, სადაც გავიზარდე, მინდოდა იქ მემსახურა და მერე გავიგე, რომ ესენი სიმშიდის საწინააღმდეგო რამეს აპირებდნენ და მე არ მინდა, რომ ამის წევრი ვიყო" - თქვა ასაფ ჩირაგოვმა. ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ " ცხადია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა და უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი არის ბევრად უფრო მძიმე." "ლელო - ძლიერი საქართველოს" ბოლნისის მერობის კანდიდატს ასეფ ჩირაგოვს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით დაემუქრნენ, რის სემდეგაც ჩირაგოვმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, კანდიდატურის "ოცნების" მერობის კანდიდატის ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნამდე, მასთან ვრცელი საუბარი ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, სეფ ჩირაგოვს დაემუქრნენ პირადი ხასიათის ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებით, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა. საუბარი ავტომობილში გაიმართა, ჩირაგოვს დარეკვის უფლებაც არ მისცეს.
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)