|
2025-09-15 14:17:58, 2825 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - რუსეთი ბრძოლის ველზე არ იმარჯვებს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, კიევში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე რეალურად არ იმარჯვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. კელოგის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეკითხვა მას პუტინთან შეხვედრამდე დაუსვა. „იმარჯვებს თუ არა რუსეთი? ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ის დაახლოებით ექვსი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დამისვა. მე კი ვუპასუხე: „ბატონო პრეზიდენტო, ნუ მომისმენთ მხოლოდ მე. თქვენი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი გარეთ გელოდებათ. ჰკითხეთ ამის შესახებ. ის თქვენი მთავარი სამხედრო მრჩეველია“, - აღნიშნა კელოგმა. მისი მტკიცებით, მან და კეინმა ტრამპს ერთი და იგივე პასუხი გასცეს. „დენმაც იგივე თქვა. ისინი იმარჯვებენ? არა. ისინი არ იმარჯვებენ. პუტინს კი შეუძლია იმდენი ისაუბროს, რამდენიც უნდა“, - განაცხადა კელოგმა და დასძინა, რომ სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს. „პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, დნეპრის დასავლეთით, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა. სინამდვილეში, რუსეთი ამ ომს აგებს“, - აღნიშნა კელოგმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)