09:37 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 11:07:17, 1209 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტვინის შერყევით" კარდიოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მკურნალობას ამავე კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილებაში განაგრძობს. თუმცა ბურჭულაძის ადვოკატი ამტკიცებდა რომ მან ტვინის შერყევა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიიღო.

როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ უთხრა ბურჭულაძის სახლთან მყოფ ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ მან "საყოფაცხოვრებო პირობებში ტვინის შერყევა მიიღო და ექიმების რეკომენდაციით წოლით რეჟიმში იმყოფებოდა."

"სახლში იყო, ჩვეულებრივ გადაადგილების დროს წაიქცა და დაზიანება მიიღო, ტვინის შერყევა აქვს, რამდენიმე დღეა აქვს წოლითი რეჟიმი", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

თავის მხრივ, კლინიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics