|
2025-09-09 22:27:57, 1279 ნახვა
პოლიტიკა
მელიქიშვილზე კალაძის შაბის წინ მოქალაქეთა აქცია გრძელდება
მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან მიმდინარე აქცია გრძელდება, სიტყვით სხვადასხვა აქტივისტი გამოდის და გუშინდელი პოგრომის მომწყობთა დასჯას ითხოვენ. აქციას კალათბურთელი გიორგი ცინცაძე შეუერთდა "კახა კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი ალბათ. საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციიდან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არაა. ეს საწყენიცაა და საშიშიც, კარგით არაფრით არ დამთავრდება, ეს არაა თუ ვინ ვისი მომხრეა, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, პოლიციამაც, სასამართლომაც, სპორტსმენებმაც. იმიტომ ვდგავარ აქ, რომ უსამართლობას ვხედავ: - განაცხადა ცინცაძემ. ნაციონალური მოძარობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან განაცხადა, რომ ეს ადამიანები ქალაქში ვერც უნდა ბედავდნენ გავლას და ასეც არის, რადგან ყოველდღიურად, გაბზარებული ადამიანები გამოდიან.“ პოეტი ზურაბ ბუღაძემ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ შფოთვა და კრიზისის შიში აქვს, ძალადობრივ ჯგუფებს დაეყრდნო და ქვეყნის მართვა კრიმინალურ მეთოდებზე გადაიყვანა. ამის შესახებ მან მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)