12:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 19:23:32, 4584 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-მ ჩინეთის, რუსეთის და ირანის დეზინფორმაციის აღკვეთის მემორანდუმი დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ წყვეტს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა, გამოევლინა და გამოეაშკარავებინა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, - ინფორმაციას The Financial Times-ი სამ ევროპულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მემორანდუმებს ხელი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა და წარმოადგენდა იმ ინიციატივის ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტო, გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ხელმძღვანელობდა.

ჯეიმს რუბინმა, რომელიც ცენტრს 2024 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, მემორანდუმების შეწყვეტას რუსეთთან და ჩინეთთან საინფორმაციო ომში „განიარაღების ცალმხრივი აქტი“ უწოდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტებს ევროპისა და აფრიკის დაახლოებით 22 ქვეყანამ მოაწერა ხელი.

გლობალური ჩართულობის ცენტრი 2011 წელს შეიქმნა ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოგვიანებით მისი მისია გაფართოვდა და საზღვარგარეთ დეზინფორმაციული კამპანიების თვალყურის დევნება და გამოვლენა დაემატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics