17:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-06 12:15:50, 1428 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ - “ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად;

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით - “ამ მოწვევის მიზანი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არავინ არ აპირებს აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში. ამ დროს არანაირი თავპირის მტვრევა და არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს ამის გაკეთება და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას და კარგად იცის ივანიშვილმა ესეც.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics