|
2025-09-06 12:11:35, 1018 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი ხაბეიშვილზე - ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების მარტივად გასაშიფრ გეგმებს არ უწერია განხორციელება
ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების გეგმებს არ უწერია განხორციელება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა. მისი თქმით, მათი ეს გეგმა არის მარტივად გასაშიფრი. „ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იმავე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს. თუმცა, მისი დავალების მიმცემებიც არიან ნატურით ზუსტად ისეთივეები, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გასაშიფრი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით, მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ და ამ გეგმას არ უწერია განხორციელება. ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია იმაზე, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში და ეს არის დავალება იმავე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა,"- განაცხადა პრემიერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)