|
2025-09-05 13:56:52, 865 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ შეწყალების აქტი „გარიგების“ შედეგია
ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ „გარიგების“ შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და, ამ აქტის მიზანი „ლელოს“ განადგურებაა, ანუ რაზე შედგა გარიგება, საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა, ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. „ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ „გარიგების“ შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი და, ამ აქტის მიზანი „ლელოს“ განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება – საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა. რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე. შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით. „ევროპული საქართველო“ რომ გამოეყო „ნაცმოძრაობას“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული „ევსაქებს“ შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა. რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე“, – წერს სალომე სამადაშვილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)