|
2025-09-03 11:27:24, 919 ნახვა
პოლიტიკა
საბა სხვიტარიძის დედა - ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი
ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი, გვაქვს რაღაც გეგმები. ყველა ერთად გაიგებთ - ამის შესახებ საბა სხვიტარიძის დედამ ელენე ახობაძემ სასამართლოს განაჩენის შემდეგ განაცხადა. "დარწმუნებული ვიყავი, ჩემს შვილს რომ მუხლი შეუცვალეს, 2 წელზე ნაკლებს არ მისცემდნენ, 2 წელი "მონპასის" კანფეტივით არის, გვატკბობენ მაგით. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ეს მხოლოდ ციფრებია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი შვილი უახლოეს დროში იქნება სახლში, ასევე ყველას შვილი. ამ შემოდგომას დავასრულებთ, ყველა აგებს პასუხს, ვინც ჩემი შვილი აწამა. ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი, გვაქვს რაღაც გეგმები. ყველა ერთად გაიგებთ" - ამბობს ელენე ახობაძე., საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე აცხადებს, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ელოდა. ველოდებოვით ამ გადაწყვეტილებას, რადგან საქართველოში ამ სასამართლოს სამართალს ვერ ვიპოვით. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, გარუსებული ქართველების მიერ არის გამოტანილი. ყველაზე ცუდი ეს არის - რუსებს კი არ ვებრძვით, გარუსებულ ქართველებს ვებრძვით! არავის გული არ დაწყდეს, ვიბრძოლებთ ბოლომდე! მედგრად ვიდგებით!"- თქვა თორნიკე ხვიტარიძემ. საბა სხვიტარიძე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციის მაღალჩინოსანის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)