11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 21:49:04, 675 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,წინააღმდეგობის პლატფორმა” არ დაშლილა, თუმცა მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა „რუსული რეჟიმის“ ციხეშია, რაც შეეხება „ოპოზიციურ რვიანს“, განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა ,,წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც არ დაშლილა, თუმცა მასში მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა ამჟამად რუსული რეჟიმის მიერ ციხეშია გამოკეტილი.

რაც ეხება ოპოზიციურ რვიანს, რომელიც ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” შექმნის შემდეგ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება”, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics