12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 17:13:43, 1252 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - "ოცნებას" აღარ აქვთ ძალოვნების იმედი და თუ კიდევ ერთხელ ხელს აღმართავენ, მიიღებენ ქართველი ხალხის მრისხანებას

“დიტო სამხარაძის პოსტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება, აღარ აქვთ ძალოვნების იმედი და თუ კიდევ ერთხელ ხალხზე ხელს აღმართავენ, მიიღებენ ქართველი ხალხის მრისხანებას” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

 “დიტო სამხარაძის ეს მესიჯი ადასტურებს, რომ ჩამოშლილები არიან, რღვევა გრძელდება, არ აქვთ ძალოვნების იმედი, გდდ-ს იმედი და აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არ აქვთ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის სურვილს ისინი წინ ვერ აღუდგებიან. დიტო რაღაცას აორგანიზებს, რომ “ტენდერშიკებმა” ჩაიცვით ახლა ნიღბები და დავცხოთ რა - დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტი იყო. ეს არის შეშინებული, მხდალი გუნდის წარმომადგენლის ფეისბუქ პოსტი, სადაც ამბობენ, რომ აქვთ ძალოვნების იმედი, ჩამოშლილები არიან, რღვევა აქვთ და მოუწოდებს “ტენდერშიკებს”, ვინც ფული იშოვა, საკრებულოს თავმჯდომარეები არიან, მაღალი ხელფასი აქვთ, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ფულიო, რადგან არ აქვთ ძალოვნების იმედი, რომ კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს გაეკიდებიან, რადგან იციან, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მიიღებენ ხალხის მრისხანებას, შესაბამისად დიტო სამხარაძესაც უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას და თუ ისინი ქართველ ხალხზე კიდევ ერთხელ ხელს აღმართავენ, ვნახოთ ვის რა დამუქრების შესაძლებლობა ექნება. ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics