|
2025-08-28 12:51:39, 1071 ნახვა
სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა - გადაზიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა - გადაზიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, N1 სამმართველოს (ბათუმი), მობილური ოცეულის II ჯგუფის უმცროსმა ინსპექტორმა, 1975 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქე, 1962 წელს დაბადებულ ჯ.ლ-სთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა „ZUMERRET”-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეინახეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მათ სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფართში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბ.ბ-ს და ჯ.ლ-ს პირადი და კომერციული ფართის ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)