|
2025-08-25 22:29:26, 1586 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - აშშ უკრაინას ფულს აღარ აძლევს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ. კერძოდ, მას მიაჩნდა, რომ მისი შეჩერება ყველაზე მარტივი იქნებოდა, „მაგრამ აღმოჩნდა, რომ სერიოზული პიროვნული კონფლიქტები არსებობს“. ტრამპის თქმით, ომი საბოლოოდ შეწყდება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების დეტალები ჯერ არ განხილულა. „ევროპის ქვეყნები მათ მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ და ეს უნდა გააკეთონ, რადგან ეს მათი კონტინენტია. მაგრამ ჩვენ ამაში ჩავერთვებით მხარდაჭერის თვალსაზრისით, დავეხმარებით მათ და ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ მშვიდობას დავუჭერთ მხარს, რადგან მინდა, რომ ხალხი აღარ კვდებოდეს“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა. მან ასევე გაიხსენა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება და თქვა, რომ ეს დაახლოებით „350 მილიარდ დოლარს“ შეადგენდა. „მე ვთქვი, რომ ზელენსკი ყველაზე დიდი გამყიდველია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, რადგან ის ქვეყანაში შემოდის და ყოველ ჯერზე 50 მილიარდ დოლარს იღებს. მაგრამ ჩვენ უკრაინას აღარ ვაძლევთ ფულს. სინამდვილეში, პირიქითაა: ისინი ნატოს მეშვეობით მიდიან, რაკეტებს ითხოვენ, ჩვენ კი ნატოს რაკეტებს ვყიდით. ნატო სრულად გვიხდის და რასაც უნდა, იმას აკეთებს მათთან“, - დასძინა ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)