|
2016-03-22 14:08:04, 430 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და მივხვდით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. მაშინ მივიღეთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება და პირობას გაძლევთ, რომ უკან არ დავიხევთ. თქვენ ჩვენთვის უცხოები არ ხართ და მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას", - განაცხადა ლუკაშენკომ. კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის დროს დაწყებული პროექტები სულ მალე კონკრეტული შედეგებით დასრულდება. „პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ", - მიმართა კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას ვაჭრობის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ ტენდენციას და გამოითქვა კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გამყარების იმედი. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და იმ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა. მხარეებმა, ორმხრივ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებასაც დაუთმეს
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)