12:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 14:56:44, 1140 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსებიც აბსურდშია

სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსებიც აბსურდშია, - ასე შეაფასა  ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადება, რომელთა თქმით, „თუ საქართველო არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს, ისინი მოუწოდებენ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეაჩერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა.

„ჩვენ უკვე შევაჩერეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა ჩვენივე გადაწყვეტილებით. ასეთ ვითარებაში, თავად ხედავთ, რამდენად რთულია ევროპული ბიუროკრატიის მდგომარეობა. ისინი მოითხოვენ ასეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ საკუთარი ხელით შევაჩერეთ. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსებიც აბსურდშია“, - თქვა კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი მისივე დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

„ჩვენი სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ყველაფერი აჩვენებს, რომ ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი კვლავ მისივე დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შესანარჩუნებლად, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. იმაზე, რისთვისაც მრავალი თაობა იბრძოდა. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მშვიდობისა და განვითარების მთავარი გარანტია“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics