14:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 12:39:02, 1001 ნახვა

საზოგადოება
ბელგიაში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი ამოქმედდა

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ცხელი ხაზის ნომრებია: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები.

ცნობისთვის, ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად არის თუ არა მსხვერპლი ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა დასავლური მედიის ცნობით,13-მდე ადამიანია დაღუპული.

იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. ბელგიის მთავრობის ცნობით, არის მსხვერპლიც, თუმცა მთავრობა ზუსტ რაოდენობაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-დან 17-მდე მერყეობს. დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აჭარბებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics