|
2025-08-08 18:10:27, 2301 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურდა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება, რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია. ბრალდებულმა 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაამზადა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე გაასაღა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული ავეჯის მასალების საწარმოს მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, 2025 წლის 18 თებერვალს, მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც გააასხვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრლდებულს აღკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)