14:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 19:31:00, 600 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო დაუნის სინდრომის კვირეულს შეუერთდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაუნის სინდრომის კვირეულს შეუერთდა და საერთაშორისო დღე სამინისტროს ეზოში ხალისიანი აქციით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლა. აქციაში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და სამხედროებმა პატარებთან ერთად სამინისტროს ეზოში „მზის შვილების“ სიმბოლო - მზე ფერადი ცარცებით დახატეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიების დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა ბავშვებს საჩუქრად მზის ფორმის ბალიშები გადასცა.

„გვინდოდა, ჯარი „მზის შვილების“ აქციას შეერთებოდა. ჩვენ, ყველა ამ საზოგადოების წევრები ვართ. ჯარი განსაკუთრებით არის ქართველი საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის სარკე. ჯარშიც გვყავს ასეთი შვილები. სოლიდარულები ვართ, ვმეგობრობთ, გვიყვარს სხვისი შვილებიც. სწორედ, ამის დასტურად გვინდოდა პატარა ხალისიანი აქცია გაგვეკეთებინა, სადაც ბავშვები, სამხედროები, ყველა ერთად დავხატავდით მზეს და ვეტყოდით მთელ საქართველოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ჩვენ ყველანი ერთად მზის შვილები ვართ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics